3 მარტი ოფიციალურად დასვენების დღეა, შესაბამისად ბევრი ღონისძიება დაგეგმილი არ არის. თუმცა პარლამენტში ორი კომიტეტის სხდომა გაიმართება:
12:00 საათზე - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა - აპირებენ განიხილონ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი. მომხსენებელი იქნება საქართველოს პარლამენტის წევრი - არჩილ გორდულაძე;
14:00 საათზე - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა - აპირებენ განიხილონ:
1. „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები III მოსმენა;
2. საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები III მოსმენა;
3. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ (07-3/34/11; 19.02.2025) I მოსმენა;
4. საქართველოს კანონის პროექტი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები;
5. საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები I მოსმენა;
6. ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის თაობაზე.