მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 ობიექტი დაჯარიმდა, 1 900-მა გაფრთხილება მიიღო - უახლესი სტატისტიკა ბექა ფერაძისგან

5fcdf94fece78
ვიქტორია მღებრიშვილი
07.12.20 13:53
733
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფროამციით, 4-6 დეკემბერს შემოწმების შედეგად 3 ობიექტი დაჯარიმდა. ამის შესახებ ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა და მედიას განახლებული სტატისტიკა გააცნო.

„4-6 დეკემბრის მონაცემებით, შემოწმება განხორციელდა სხვადასხვა უწყებების აქტიური ჩართულობით 1 986 ობიექტზე, საიდანაც 1 900-სს მიეცა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება წესების დაცვასთან დაკავშირებით და დაჯარიმდა 3 ობიექტი. ამავე პერიოდში მოხდა უკვე შემოწმებული ობიექტების რემონიტორინგი, თუ რამდენად ჰქონდათ მათ შეზღუდული ეკონომიკური საქმიანობა, რაც საქართველოს მთავრობის დადგენილებითაა განსაზღვრული; სულ გადავამოწმეთ 3 036 ობიექტი და ვნახეთ, რომ მათ ნადვილად შეაჩერეს ეკონომიკური საქმიანობა“, - განაცხადა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებაში შესული ცვლილების შეედეგად ამოქმედებული შეზღუდვების შემდეგ, ჯამში, სულ 24 518 ობიექტი შემოწმდა, 10 ობიექტი დაჯარიმდა, ხოლო 5 792 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები