3 პლატინა, 4 ოქრო, 1 ვერცხლი - ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ქართულმა თაფლმა ლონდონის ფესტივალზე მორიგი აღიარება მოიპოვა. საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ინფორმაციით, კონკურსი თაფლის ხარისხობრივ პარამეტრებზე ჩატარდა, რომელსაც 8 სხვადასხვა ქვეყნის ჟიური აფასებდა. თუმცა ქართულ თაფლს მიღწევებთან ერთად გამოწვევებიც აქვს. Წწელს 4 თვეში ექსპორტზე 14 ტონა თაფლი გავიდა ჯამში 94 ათასი დოლარის ღირებულების, მაშინ როდესაც შარშან ამავე პერიოდში ექსპორტზე 29 ტონა თაფლი იყო გატანილი.