მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

3 ქართული კომპანია სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე გაემგზავრება

5a683a814ec76
მეგი კავთუაშვილი
24.01.18 11:47
2040
31 იანვარიდან - 4 თებერვალის ჩათვლით სათამაშოების მწარმოებელი სამი ქართული კომპანია გერმანიაში დაგეგმილ სათამაშოების გამოფენაში მიიღებს მოწილეობას. შპს „კოდალა“, შპს „ჯეოთოიზ“ და შპს „თამაშობანა“ საერთაშორისო გამოფენაზე ქართულ პროდუქციას 5 დღის განმავლობაში წარადგენენ და შემდგომში ექსპორტზე გატანის მიზნით უცხოელ პარტნიორებს მოიძიებენ.

„რაკი პირველად მივდივართ საერთაშორისო გამოფენაზე, ჩვენს ვიზიტს უფრო ინფორმაციული სახე ექნება. შევეცდებით, სხვა და სხვა ქვეყნების მწარმოებლებთან და სავაჭრო ქსელებთან მყარი კონტაქტები დავამყაროთ.” - აცხადებს შპს თამაშობანას დირექტორი ნონა სონღულაშვილი.

ქართული კომპანიების გერმანიაში გამგზავრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით ხორციელდება.

სათამაშოების გამოფენა “Spielwarenmesse 2018” წარმოების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია, რომელშიც 2850-ზე მეტი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს 60 ქვეყნიდან. ვიზიტორების რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 73 000-ს შეადგენს.

„მონაწილეობის მიზანია ქართულ კომპანიების ხელშეწყობა, რათა დაამყარონ ბიზნეს კავშირები უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან თუ დამკვეთებთან, ასევე უკეთ გაეცნონ გლობალურ ტენდენციებს და თანამდეროვე ტექნოლოგიების როლს აღნიშნულ სექტორში. „აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.“ - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროს ქვეუწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები