მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 რამ, რასაც საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკით მართავ

საბანკო აპლიკაცია
11.07.24 16:11
44

ტექნოლოგიური პროგრესი ადამიანების ყოველდღიურობას ფუნდამენტურად ცვლის. საქმეები, რომლებისთვისაც ადრე ფოსტაში, ბანკის ფილიალსა თუ სახელმწიფო დაწესებულებებში მისვლა იყო საჭირო, ახლა ციფრულად, მობილურში თითის რამდენიმე დაჭერით სრულდება. ამ პროცესმა, ერთი ორად გაამარტივა ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული ნიუანსები - საბუღალტრო საქმით დაწყებული, დოკუმენტებზე ხელმოწერით დასრულებული.

ბიზნესის საქმიანობის ხელშეწყობისთვის საქართველოს ბანკი დიდი ხანია, ტექნოლოგიურ პლატფორმებს ქმნის. მათ შორის, ოთხი წელია, ავითარებს საბანკო აპლიკაციას, ბიზნეს მობილბანკს, რომლითაც დროთა განმავლობაში იქცა გამორჩეულ აპლიკაციად დროის, ხარჯებისა და ბიზნეს პროცესების სამართავად.

როგორ შეგიძლია მართო დრო ბიზნეს მობილბანკით

თანამედროვე ცხოვრების აჩქარებულ ტემპებში დროის დაზოგვა განსაკუთრებით პრიორიტეტულია. შესაბამისად, თითქმის ყველა ფუნქციონალი, რომელსაც ბიზნეს მობილბანკში შეხვდებით, ამ მიზანს ემსახურება. მათ შორისაა რამდენიმე განსაკუთრებული პროდუქტი, რომელიც მრავალსაფეხურიანი პროცესების გავლის, ფილიალში მისვლისა და ხანგრძლივი ლოდინის საჭიროებას გამორიცხავს.

ასეთია ბიზნეს ბარათის შეკვეთის ფუნქციონალი. ბიზნეს მობილბანკიდან, ციფრულადაა შესაძლებელი სასურველი ტიპის ბიზნეს ბარათის შეკვეთა, თავად ბარათს კი მითითებულ მისამართზე, თბილისის მასშტაბით, საკურიერო მომსახურებით მიიღებთ. ბიზნეს ბარათი ფინანსების ოპერატიულად მართვისა და ანგარიშსწორების ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. თუკი მანამდე ბარათის აღება მხოლოდ ფილიალში მისვლით იყო შესაძლებელი, ბიზნეს მობილბანკით სრული პროცესი ონლაინ იმართება.

მორიგი ასეთი ფუნქციონალია გადარიცხვები და გადახდები. ამ პროცედურების შესრულების გარეშე ბიზნესის საქმიანობა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. ბიზნესებს, მასშტაბისა და საქმიანობის მიხედვით, ყოველდღიურად არაერთი ტრანზაქციის შესრულება უწევთ, მათ შორისაა მომსახურების საფასურის გადარიცხვა, ხელფასების ჩარიცხვა თუ კომუნალურების დაფარვა. აპლიკაციაში ყველა ეს პროცედურა მარტივად და სწრაფად სრულდება.

როგორ შეგიძლია მართო ხარჯები ბიზნეს მობილბანკით

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში ხელმისაწვდომია ბიზნეს შეთავაზებების მოდული, სადაც გაერთიანებულია ფასდაკლება, ქეშბექი და უფასო სერვისები გლობალურ ტექნოლოგიურ პლატფორმებსა და პარტნიორი ბიზნესების პროდუქტებზე. ბიზნეს შეთავაზებების დახმარებით, შესაძლებელია ხარჯების დაზოგვა საბუღალტრო პროგრამების, პროექტების მართვის ინსტრუმენტების, სოციალური მედიის მართვის, სარეკლამო და სხვა ციფრული პლატფორმების შეძენისას.

ბიზნეს მობილბანკით ასევე შესაძლებელია ბიზნეს ნაკრებების გააქტიურება და განახლება. ბიზნეს ნაკრები ერთი საკომისიოს ქვეშ აერთიანებს საბანკო და სხვა სახის პროდუქტებს, სერვისებსა და ბენეფიტებს, მაგალითად, ტრანზაქციებს საკომისიოს გარეშე, სავალუტო გადარიცხვებს, კომუნალურ გადასახადებს და სხვა.

როგორ შეგიძლია მართო პროცესები ბიზნეს მობილბანკით

რესურსებისა და დროის დაზოგვასთან ერთად, ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანია ყოველდღიური პროცესების მოქნილად მართვა. ამისათვის ბიზნეს მობილბანკში დოკუმენტების ხელმოწერის ფუნქციონალია ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ბიზნესის ხელმძღვანელებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წერტილში შეუძლიათ ბიზნეს ინტერნეტბანკიდან შექმნილი ყველა ტიპის დოკუმენტზე ხელი ბიზნეს მობილბანკში მოაწერონ და ასე დაადასტურონ ნებისმიერი ტრანზაქცია.

საქართველოს ბანკი განაგრძობს ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ტექნოლოგიების განვითარებას და როგორც ბიზნეს მობილბანკში, ისე სხვა არხებში მომხმარებლებს არაერთ საინტერესო ფუნქციონალს, პროდუქტსა და სერვისს შესთავაზებს.

ბიზნეს მობილბანკის გამოსაყენებლად ეწვიეთ ამ ბმულს. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები