მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 რჩევა თქვენი ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვისთვის მოსამზადებლად (R)

6074310b68b23
BM.GE
12.04.21 15:33
1726
„ბიზნესისთვის, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებს ახორციელებს, ტვირთის დაზიანება შეიძლება დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, დროისა და ფინანსურ ხარჯებთან მიმართებით. გაგიზიარებთ TOP-3 რჩევას, რომელიც გამოგადგებათ ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვებისათვის მომზადებაში. ეს რჩევები განსკუთრებით დამწყებ ექსპორტიორებს გამოადგებათ", - აცხადებს „ბენე ჯგუფი“-ს ლოგისტიკის კორპორატიული მენეჯერი თათია ხურციძე.

1. დარწმუნდით, რომ თქვენი ტვირთი მზად არის საერთაშორისო გადაზიდვისთვის

უპირველეს ყოვლისა, უნდა გაანალიზოთ რამდენად დაცულია თქვენი ტვირთი მთელი მოგზაურობის განმავლობაში. ამაში არ იგულისხმება მხოლოდ ობიექტის დაცულობა მოპარვისაგან ან გულგრილი მოპყრობისგან, ტვირთი აუცილებლად უნდა იყოს სათანადოდ შეფუთული, დაფასოებული, დამაგრებული და ა.შ.

უნდა დარწმუნდეთ, რომ ტვირთს შეუძლია გაუძლოს დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებს, ორკაპით აწევას და სხვა;
როდესაც ტვირთს საერთაშორისო გადაზიდვისთვის ვამზადებთ, მის საგულდაგულოდ შეფუთვაზე დახარჯული თანხა შეიძლება ითქვას რომ მცირედი „ინვესტიციაა“, რომელიც ერთ-ერთი მეთოდია ტრანზიტის დროს ზიანის შემცირებისთვის.
თუკი დიდი ზომის ტვირთს აგზავნით, სასურველია ეს ტვირთი იყოს პალეტიზებული, ხშირ შემთხვევაში მას ამატებენ კუთხის დამცავ რბილობებს, რომელიც დამატებითი დაცვის მექანიზმია.

ჩვენ ყოველთვის ჩართულები ვართ დატვირთვისა და გადმოტვირთვისას მიმდინარე პროცესში, რათა ჩვენს დამკვეთებს მაქსიმალური კომფორტი და სიმშვიდე შევუქმნათ.

2. თუ თქვენ საზღვაო გადაზიდვას ირჩევთ, ტვირთის გადასაზიდად ტენიანობა უნდა გაითვალისწინით

საზღვაო გადაზიდვის დროს ტენიანობა მუდმივ საზრუნავს წარმოადგენს, კონდენსატი შეიძლება ისეთ გემზეც განვითარდეს, რომელსაც აქვს სპეციალური კონდენციონერი და საშრობი. ამიტომ, ტრანსპორტირების გზად საზღვაო გადაზიდვის არჩევისას, უნდა გავითვალისწინოთ ტვირთის მედეგობა ტენისადმი, ასევე, უნდა იყოს პალეტებად და კონტეინერებად შენახული, საჭიროების შემთხვევაში. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საზღვაო გადაზიდვის დროს ღირებულება ითვლება მოცულობითა და წონით, შესაბამისად შეფუთვის მეთოდიც ოპტიმიზირებულად უნდა განისაზღვროს.

3. მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვისას არსებითად მნიშვნელოვანია დრო და სწორი მენეჯმენტი

მალფუჭებადი პროდუქტის გადაზიდვისას აუცილებელია ლოგისტმა განიხილოს რამდენიმე ალტერნატიული გზა, თუ როგორ მიიტანოს ტვირთი „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტში X დროში, ერთი შეხედვით მარტივ ამოცანას გავს, რომელმაც ლოგიკური შედეგი უნდა მოგვიტანოს, ყველა რისკის მიუხედავად. ეს განსაკუთრების საყურადსაღებო გახდა კოვიდ-პანდემიის დაწყების შემდეგ, ვინაიდან თითოეულ ქვეყანას თავისი შიდა რეგულაციები აქვს ტვირთის დაყოვნებაზე, მძღოლის იზოლაციაზე, გადაადგილებაზე და სხვა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები