აშშ-ის სენატში MEGOBARI აქტის დამტკიცებასთან დაკავშირებული პროცესები ლობისტური ჯგუფების გავლენით შენელდა - ამის შესახებ გამოცემა Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს.
ჟურნალისტის ინფორმაციით, რესპუბლიკელი სენატორები რენდ პოლი, მაიკ ლი და მარკუეინ მალინი შეცდომაში შეიყვანეს იმგვარი მტკიცებით, თითქოს MEGOBARI აქტი „მთელ ერს სანქცირებას“ უწესებს.
„წყაროები მეუბნებიან, რომ სამივე სენატორი შეცდომაში შეიყვანეს ლობისტურმა ჯგუფებმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ MEGOBARI აქტი მთელ ერს ასანქცირებს. ეს არასწორია“, - წერს რაუფოღლუ, რომელიც ასევე თანამშრომლობს გამოცემა Foreign Press USA-სთან.
მანამდე ჟურნალისტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუსტად ამ სამი სენატორის პოზიცია აჭიანურებდა აქტის მიღებას სენატში.




























