3 სექტემბრის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
10:00 საათზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ახალი სისტემა - გატარებული რეფორმები და რეზერვის გაძლიერება; მომხსენებელი: საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე - გრიგოლ გიორგაძე.
11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს:
- სამომხმარებლო ფასების ინდექსი (2025 წლის აგვისტო);
- საწარმოთა საქმიანობის შედეგები (პროდუქციის გამოშვება, ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და სხვა) (2025 წლის II კვარტალი);
11:00 საათზე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" (07-2/67; 25.08.2025) (კომიტეტი წამყვანია, II მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე - ნინო ენუქიძე; პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი.
11:50 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
13:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნა და სხვა სათანადო ორგანიზაციული საკითხები.




























