საქართველო ახალი პრემიერის მოლოდინშია. ქართული ოცნება პრემიერის პოსტზე, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძეს პირველ თებერვალს წარადგენს. ბიზნესმენების ნაწილი ახალ პრემიერს ურჩევს, ძალისხმევა ქვეყანაში ევროპული სტილის პოლიტიკური გარემოს შექმნას და არსებული დეპოლარიზაციის დასრულებაზე მიმართოს. პოსტიდან უკვე მეორედ გადამდგარ თუ გადაყენებულ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას კერძო სექტორის ნაწილი დადებითად აფასებს, ნაწილს კი უჭირს ისეთი რეფორმის გახსენება, რამაც მისი მმართველობის პერიოდში ეკონომიკას მნიშვნელოვანი შედეგი მოუტანა.