მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 თვეა ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტი „დაკარგული“ „ასტრაზენეკას“ საკითხს იკვლევს

6152f79e890fa
ინგა მურუსიძე
29.09.21 09:40
645
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს და მის დაქვედებარებაში არსებული უწყებების, მათ შორის NCDC-ის შესყიდვებს სწავლობს. უწყების ინფორმაციით, აუდიტის პროცესი დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება, რის შემდეგაც მიღებული დოკუმენტი საჯარო გახდება, - ეს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომ მიმდინარე წლის 21 ივნისს გაავრცელა.
საქმე ეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინების დოზებს, რომელიც სწორედ ივნისში „დაიკარგა“.

თავდაპირველად მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინები დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დაკარგა, რის შემდეგაც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯერ თქვა, რომ ვაქცინები არსად გამქრალა, ხოლო მოგვიანებით დაადასტურა, რომ საკითხს შიდა აუდიტი შეისწავლიდა.

NCDC-მ ვაქცინების დაკარგვა ასე ახსნა: „მრავალდოზიანი შეფუთვის მქონე ვაქცინებზე, მაგალითადად, ასტრაზენეკას შემთხვევაში, ეს საკმაოდ მარტივი ასახსნელია - ერთი ფლაკონი 10 ადამიანის ასაცრელ დოზას შეიცავს და ზუსტად ეს რაოდენობა მსურველებისა თუ არ შეიკრიბა, გახსნიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ დარჩენილ დოზებს “დანაკარგი” ეწოდება“.

უკვე სამი თვე გავიდა და აუდიტის დასკვნა ამ დრომდე არ გასაჯაროებულა. BM.GE-მ გადაწყვიტა გაერკვია, თუ რა შედეგი დადო ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა. უწყებაში კი გვითხრეს, რომ მოკვლევა ჯერ არ დასრულებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები