მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

3 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევებში 107 ადამიანი დაიღუპა

5af16693cc7b8
თამუნა დემეტრაშვილი
08.05.18 12:56
932
მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 107 ადამიანი გარდაიცვალა, სულ დაზარალებული კი 1986 ადამიანია. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, სამ თვეში ჯამში 1428 ავტოავარია მოხდა, საიდანაც სიმთვრალის მიზეზით გამოწვეულია 54.

შეგახსენებთ, რომ გასული 2017 წლის განმავლობაში ჯამში 6079 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 517 ადამიანია გარდაცვლილი. გარდაცველების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 15 წლის მანძილზე 2008 წელს დაფიქსირდა, მაშინ ავარიებს 867 ადამიანი ემსხვერპლა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები