მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

3 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 156,784 მგზავრს მოემსახურა - ზრდა 101%-ია

5ca6f0291fa44
თელარა გელანტია
05.04.19 11:20
2142
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის მარტში 83%-ით გაიზარდა და 53,316 მგზავრი შეადგინა (2018 წლის მარტი - 29,161 მგზავრი).

რაც შეეხება 3 თვის მონაცემებს, ჯამში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 156,784 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 101%-ით მეტია. (2018 წლის 3 თვე - 78,020).

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ცნობით, 2019 წლის 3 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში, 1,014,732 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 839,518 მგზავრი) 21%-ით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები