მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 თვეში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, თბილისის ბიუჯეტში 3 849 000 ლარი შევიდა

5af7f01c4100c
BM.GE
13.05.18 15:00
735
თბილისის მერიამ ბიუჯეტის 1 კვარტლის შესრულების მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, სამ თვეში 151 მილიონ 705 ათასი ლარი დაიხარჯა, რაც გეგმის 79%-ია. შემოსულობების სახით კი ბიუჯეტმა 153 მილიონ 560 ათასი ლარი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ გეგმა 80%-ით შესრულდა.

საანგარიშო პერიოდში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის თბილისის ბიუჯეტში 3 მილიონ 849 ათასი ლარი შევიდა, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო კი - მილიონ 304 ათასი. ასევე, საშემოსავლო გადასახადმა თბილისს მილიონ 242 ათასი ლარი მოუტანა, ქონების გადასახადმა კი - მილიონ 513 ათასი.
ადმინისტრაციული მოსაკრებლებიდან და გადასახდელებიდან თბილისის ბიუჯეტში მიღებულია 31 მილიონ 649 ათასი ლარი. მათ შორის სამშენებლო ნებართვებიდან მობლიზებულმა მოსაკრებლებმა 64.8% შეადგინა, სათამაშო ბიზნესიდან, დასუფთავებიდან და სხვადასხვა მომსახურების გაწევიდან, მაგალითად შენობა-ნაგებობების იჯარაში ან მართვაში გადაცემიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი გეგმას გადააჭარბა.

ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შესრულების მაჩვენებელი თბილისის ბიუჯეტში ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებებს აქვს, რომელიც თავის მხრივ მოიცავს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ხარჯებს, რაზეც როგორც ცნობილია თანხა პირველ კვარტალში არ დაიხარჯა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები