მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

3 თვეში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებაზე 15,6 მილიონით ნაკლები დაიხარჯა

59520e0d33e75
BM.GE
27.06.17 11:47
1107
2017 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტიდან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შრომის ანაზღაურებაზე 15,6 მილონი ლარით ნაკლები დაიხარჯა. ამასთან, 7.9 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯა საქონელი და მომსახურების მუხლში. ფინანსთა სამინისტრო შრომის ანაზღაურებაზე ხარჯების შემცირებას განხორციელებული ოპტიმიზაციითა და ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვით ხსნის.

ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითმა ნაწილმა I კვარტალში შეადგინა 2 630.3 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმის 21%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურაზე მიმართულ თანხებს, პირველი კვარტლის ხარჯი შეადგენს 380.2 მლნ ლარს, რაც წლიური გეგმის 12.9%-ია, ხოლო გასულ წელთან შედარებით 24 მლნ ლარით მეტია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები