მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

3-თვიანი დაკეტვის შემდეგ პიცერია “პრეგო რეალე” ახალ ლოკაციაზე გაიხსნა

6133b7fe42637
BM.GE
04.09.21 22:15
2067
3-თვიანი პაუზის შემდეგ პიცერია “პრეგო რეალე” ახალ ლოკაციაზე გაიხსნა. ამის შესახებ თბილისის ერთ-ერთი უძველესი პიცერია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

“ამჯერად სასიხარულო ამბით გიბრუნდებით. პრეგო რეალე განაგრძობს მუშაობას 4 სექტემბრიდან ახალ მისამართზე.

ასევე გაცნობებთ, რომ ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით თქვენ ისარგებლებთ, როგორც ადგილდან გატანის სერვისით ასევე ვოლტის და გლოვოს მომსახურებით.

სულ მალე კი ჩვენი გუნდი მოგემსახურებათ ღია სივრცეში, რა თქმა უნდა ისევ ისეთი სიყვარულით და გემრიელი კერძებით”- ნათქვამია პოსტში და აქვე მითითებულია, რომ კვების ობიექტი მომხმარებელს არჩილ მიშველაძის 5-ში( ვაკის პარკის შესასვლელი) მიიღებს.

პრეგო რეალე თბილისში 2000 წლიდან არსებობდა, თუმცა, მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში მათ დაკეტვის შესახებ განაცხადეს.

“ყველაფერს აქვს თავისი დრო... პიცერია პრეგო რეალე წყვეტს ფუნქციონირებას... ბევრ სხვა გარკვეულ მიზეზთან ერთად მსოფლიო პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა კრიზისმა ალბათ ყველაზე დიდი როლი ითამაშა ამ გადწყვეტილების მიღებაში”,- ნათქვამი იყო განცხადებაში. პრეგო რეალეს ძველი ობიექტი ვაჟა-ფშაველაზე მდებარეობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები