დღეს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 3-თვიანი პაუზის შემდეგ მთავრობის სხდომა გაიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 7 საკითხზე იმსჯელებს, რომელთაგან 4 საკითხს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი წარადგენს, ერთი საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ერთს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი წარადგენს, ხოლო ერთი საიდუმლოა.
ეს საკითხებია:
1. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი
2. საქართველოს კანონების პროექტები „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მომხსენებელი: დ. სონღულაშვილი
3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას, სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და შპს კახეთის მზეს შორის "პატარძეული 1“ მზის ელექტროსადგურის შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე“ მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობას, სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და შპს კახეთის მზეს შორის "პატარძეული 2“ მზის ელექტროსადგურის შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე” მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობას, სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და შპს კახეთის მზეს შორის „ბადიაურის მზის ელექტროსადგურის“ თაობაზე დასადები განხორციელების ხელშეკრულების ფარგლებში რიგი ღონისძიებების გატარების შესახებ” მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი
6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი გრანტის მოწონების შესახებ“ მომხსენებელი: ი. ჩიქოვანი
7. საიდუმლო




























