3 წელიწადში "ბიუბიუმ" ბაზრის 50%-ის დაკავება შეძლო,- ამის შესახებ "საქმის კურსს" კომპანია "ჩირინას" ხელმძღვანელმა რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა, რომელიც ქათმის პროდუქციას "ბიუბიუს" ბრენდით აწარმოებს.
მისი განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა ბაზარზე ადგილობრივი პროდუქციის წილი მეფრინველეობის მიმართულებით, საუბარია ქათმის ხორცზე და არა ფრინველის ფარშზე. ბიზნესმენი ამბობს, რომ დღეს ქართულ ბაზარზე ქათმის ხორცის 80% ადგილობრივი წარმოებისაა.
"3 წლის წინ იმპორტი ბრაზილიიდან იყო 350 ტონა, უკრიანიდან 300 ტონა, ევროპიდან 80 ტონა, თურქეთიდან კი 250 ტონა. დღეისთვის ბრაზილიიდან ქათმის ხორცი ბოლო სამი თვეა აღარ შემოდის, უკრაინიდან შემცირდა 40 ტონამდე, ევროპიდან კი 20 ტონამდე. თუმცა, ამის პარალელურად თურქეთიდან იმპორტი გაიზარდა 350 ტონამდე. სამწუხაროდ, დაიწყო შემოსვლა დაბალი კატეგორიის ქათამმა, რომელიც თურქეთშიც არ იყიდება",- აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

























