მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

3 წელში მერიამ 1590 დასრულებული მშენებლობა ჩაიბარა

5aabc9190448e
მეგი კავთუაშვილი
16.03.18 17:37
1300
ბოლო სამ წელში თბილისის მერიამ 352 კორპუსი და 1 238 ინდივიდუალური სარგებლობის სახლი ჩაიბარა, რაც იმას ნიშნავს რომ 2015-2017 წლებში სულ 1 590 ობიექტის მშენებლობა დასრულდა.

ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, რომელიც BM.GE-მ ექსკლუზიურად მოიპოვა, დასრულებულ მშენებლობებს შორის უმეტესობა ინდივიდუალური სარგებლობის კერძო სახლია. დამთავრებული კორპუსების რაოდენობა კი მცირეა.


რაიონების მიხედვით ექსპლუატაციაში მიღებული შენობების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვაკე-საბურთალოს რაიონშია, ყველაზე ნაკლები კი დიდუბე-ჩუღურეთში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები