მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

3 წლის წინ გახსნილი კუსტბის საბაგირო დროებით ჩერდება - "დაიგეგმა მისი სრულად გამოცვლა"

5d2ecc04cd618
BM.GE
17.07.19 11:17
1341
კუს ტბის საბაგირო გზა, გადაუდებელი ტექნიკურის სამუშაოების გამო, 18 ივლისიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. აღნიშნულთან დაკავშრებით განცხადებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

„გეგმიური შემოწმების შედეგად, დაიგეგმა მისი სრულად გამოცვლა, „საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად.

მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საბაგირო გზის ექსპლუატაცია შეჩერდება აღნიშნული სამუშაოების დასრულებამდე.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!“,- ნათქვამია განცხადებაში.

კუსტბის საბაგირო ოფიციალურად 2016 წლის ოქტომბერში გაიხსნა. საბაგიროს რეაბილიტაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები