მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო 30 000 ათასი ლარით ოცი კომპანია დააჯარიმა. ცვლილებები პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 49-ე მუხლში მიმდინარე წელს შევიდა.
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სამშენებლო კომპანიების მხრიდან ყველაზე გავრცელებული სამართალდარღვევა პროექტის დარღვევითა და შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე წარმოებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაა.
„სამშენებლო სამართალდარღვევა არ ითვალისწინებს ერთსა და იმავე ქმედების განმეორებით ჩადენასა და გამკაცრებულ სანქციას. კომპანიას, უსაფრთხოების წესების ხელმეორედ დარღვევის გამო, ჯარიმის სახით კვლავ დაეკისრება 30 000 ლარი.“ - განუცხადეს BM.GE-ს მერიის ზედამხედველობის სამსახურში.