მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

30 აპრილის ღონისძიებების ანონსი

ანონსი

30 აპრილს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი შემდეგია:

11 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს:

  • ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წლის მარტი)
  • ინფორმაცია ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ (2025 წლის I კვარტალი)
  • ინფორმაცია მშენებლობებზე გაცემული ნებართვების შესახებ (2025 წლის I კვარტალი)
  • უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა (2025 წლის I კვარტალი)
  • სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წლის მარტი)

11:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ დირექტორი ბაია პატარაია და იურისტი ნინო ანდრიაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ორგანიზაციის მიერ წარმოებულ სუროგაციასთან დაკავშირებულ ტრეფიკინგის საქმე

11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2025 წლის მარტი.

12:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი: საქართველოს კანონის პროექტები: „საერთაშორისო დაცვის შესახებ“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელი: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები