მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

30 აპრილის ღონისძიებების ანონსი

ანონსი

30 აპრილის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:

11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს:

  • ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის მარტი)
  • ინფორმაცია ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ (2026 წლის I კვარტალი)
  • ინფორმაცია მშენებლობებზე გაცემული ნებართვების შესახებ (2026 წლის I კვარტალი)
  • უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა (2026 წლის I კვარტალი)
  • სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის მარტი)

12:30 საათზე, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: ნავთობკომპანიების მონაწილეობით საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა.

14:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები