მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

30-დღიანი ვადა და საჯარო გამოქვეყნება - მერიის ჯარიმების ჩაბარების წესი მკაცრდება

თბილისის მერია

თბილისის მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღსრულების მექანიზმს ამკაცრებს. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამოქმედდება წესი, რომლის მიხედვითაც, თუ პირი ჯარიმასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მიზანმიმართულად არ ჩაიბარებს, დოკუმენტი საჯაროდ გამოქვეყნდება და ძალაში ავტომატურად შევა.

აქამდე არსებული პრაქტიკით, სამართალდამრღვევები ხშირად თავს არიდებდნენ გამოწერილი ჯარიმების ჩაბარებას, რაც აღსრულების პროცესს აფერხებდა. ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.

  • გადაწყვეტილება პირველ რიგში გაიგზავნება საჩივარში მითითებულ მისამართზე;
  • თუ ადრესატი დოკუმენტს არ ჩაიბარებს, იგი გამოქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე - Decisions.tbilisi.gov.ge;
  • გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს გადაწყვეტილება ჩაბარებულად და გაცნობილად ჩაითვლება.

კახა კალაძის განმარტებით, აღნიშნული მექანიზმი პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს კანონის სრულყოფილად აღსრულებას.

„მიუხედავად იმისა, რამდენი იქნება ჯარიმა, გავზრდით თუ შევამცირებთ მის ოდენობას, ამ მექანიზმს ვერ ექნება პრევენციული ხასიათი, თუ პროცესი არ მივიდა ბოლომდე. ხშირია შემთხვევა, როდესაც სამართალდამრღვევი გამოწერილ ჯარიმას მიზანმიმართულად არ იბარებს“, — განაცხადა მერმა.

მუნიციპალიტეტის მთავრობამ შესაბამისი წესი დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელსაც საბოლოო დასტურისთვის თბილისის საკრებულოს გადაუგზავნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები