30 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს:
- სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წლის აპრილი)
- სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების სტატისტიკის მაჩვენებლები (2024 წელი)
- საწარმოთა ინოვაციური აქტივობის გამოკვლევის შედეგები (2024 წელი)
- საწარმოებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების გამოკვლევის შედეგები (2024 წელი)
- ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა (2025 წლის I კვარტალი)
- ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წლის აპრილი)
- სტატისტიკური პუბლიკაცია „კვარტალური ბიულეტენი, 2025.I“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული ვერსია)
12:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ არასამთავრობო ორგანიზაცია "კანონის უზენაესობის ცენტრის" მიერ მომზადებული ანგარიშების პრეზენტაცია, რომლებიც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის შეფასებას. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ანგარიშები, რომლებიც აფასებს სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას საარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდგომ დაწყებული საპროტესტო აქციების დროს.