მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

30-მდე დამსაქმებელი 1000-მდე ვაკანსიით - ხვალ დასაქმების ფორუმი ტარდება

5c08dcb412e11
თელარა გელანტია
06.12.18 12:22
1722
ხვალ, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებისათვის დასაქმების ფორუმი გაიმართება.

რეგიონალური ფორუმი, რომელიც 13:00-დან 15:00 საათამდე გაგრძელდება, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

დასაქმების ფორუმზე 30-მდე დამსაქმებელი 1000-მდე შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, კერძო სექტორი ფორუმზე თავისუფალ ვაკანსიებს მომსახურების, გაყიდვების, სამედიცინო-ფარმაცევტულ, ტურიზმის, საბანკო-საფინანსო და სადაზღვევო სფეროებიდან წარმოადგენს.

ფორუმში მონაწილეობა თბილისსა და კახეთში მცხოვრებ ნებისმიერ სამუშაოს მაძიებელს შეუძლია.

მათ სახლიდან ონლაინ, ან ფორუმის მსვლელობის პროცესში საშუალება ეძლევათ დარეგისტრირდნენ შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე.
დასაქმების ფორუმის ძირითად სამიზნე ჯგუფს პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული და შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი წარმოადგენს.

სააგენტოს ცნობით, პროგრამის პირველ და მეორე ეტაპზე სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსით უკვე 3000-მდე პირმა ისარგებლა.

მსურველთა რაოდენობა მზარდია, რაც მიგვანიშნებს, რომ პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს.

2018 წლის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის თანამონაწილეობით და ორგანიზებით თელავის ფორუმის ჩათვლით 12 დასაქმების ფორუმი ჩატარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები