CAPITAL SQUARE არის მაღალი კლასის მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც ქალაქის ცენტრში, ვაკისა და ისტორიული უბნის გასაყარზე, გმირთა მოედანთან ორი წუთის სავალზე, მერაბ ალექსიძის N9-ში მდებარეობს. 22 სართულიანი მწვანე არქიტექტურა, პანორამული ხედებით ქალაქის ცენტრსა და მთაწმინდაზე.
Capital Square - ის ავტორსა და მფლობელი კომპანია „საბურთალო ფიჭვების“ მმართველ პარტნიორს ზურგს უმაგრებს 13 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სექტორში და არაერთი დასრულებული მაღალი კლასის პროექტი.
„ჩვენი გამოცდილება დეველოპმენტში 13 წელს ითვლის. ამ პერიოდში წარმატებით განვახორციელეთ მაღალი კლასის პროექტები ლისის პრესტიჟულ ნაწილში, შესაბამისად კარგად გვესმის მსგავსი პროექტების სპეციფიკა. Capital Square არის ექსკლუზიური კომპლექსი, რომელზეც მუშაობისას განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ ხარისხზე, მწვანე არქიტექტურასა და ინოვაციურ გადაწყვეტებზე. ჩვენ ვქმნით სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის, რომლებიც დროს სწორად აფასებენ და მომავალზე ორიენტირებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს დღესვე იღებენ”. - განაცხადა ბათია ჯანაძემ.
პროექტის საერთო ინვესტიცია 30 მილიონ ლარს შეადგენს. Capital Square სრულად დაფინანსებულია „თიბისი ბანკის“ მიერ, რაც პროექტის ფინანსურ სტაბილურობასა და სანდოობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
კომპლექსი მოიცავს:
- საცხოვრებელ ნაწილს დამოუკიდებელი ლობითა და კონსიერჟის მომსახურებით;
- A კლასის ბიზნესცენტრს, დამოუკიდებელი ლიფტებითა და შესასვლელით;
- კომერციულ სივრცეებს;
- დახურულ საცურაო აუზს;
- სავარჯიშო დარბაზს;
- მიწისქვეშა ავტოსადგომებს;
- ელექტრომობილების დასამუხტ სივრცეს;
- 2500 კვ.მ დაცულ ეზოსა;
- ღია საბავშვო მოედანს და მოსასვენებელ სივრცეებს.

როდესაც უპირატესობებზე ვსაუბრობთ ხაზგასასმელია, რომ კომპლექსის ტერიტორიის ნახევარზე მეტს გამწვანებული, კეთილმოწყობილი, ავტომობილებისგან თავისუფალი ეზო იკავებს, სადაც კედრისა და ბიოტის ხეივანთან ერთად, დაგხვდებათ სხვა უნიკალური, მრავალწლოვანი ხე-მცენარეები. ამ გარემოს კიდევ უფრო იდეალურს ხდის ექსტერიერის სწორი სივრცითი გადაწყვეტა, რომელზედაც ლანდშაფტის დიზაინერმა იმუშავა. დამატებითი სიმწვანე კი შემოაქვს კომპლექსის წინ მდებარე ერთ ჰექტარამდე მუნიციპალურ რეკრეაციულ ზონასა და პარკს.
Capital Square - ეს არის პროექტი, რომელიც გთავაზობთ მომავლის ცხოვრების ხარისხის კონცეფციას, რომელიც იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ. ის აერთიანებს ცენტრის საქმიან დინამიკას, მწვანე გარემოს, სიმშვიდესა და თანამედროვე არქიტექტურას.

























