საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამის, „პლუსის“ წლევანდელმა დაბადების დღემ მორიგი რეკორდი მოხსნა. 5 ივლისი, იგივე ქულების გაორმაგების დღე, შოპინგის ნამდვილ დღესასწაულად იქცა, რომელსაც მომხმარებლებთან ერთად, პარტნიორი კომპანიებიც განსაკუთრებულად ელოდებიან. ათასობით წინასწარ დაგეგმილი შენაძენი ნახევარ ფასად და გაორმაგებული შემოსავალი ბიზნესისთვის - რა შედეგებით დასრულდა წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კამპანია?


































