მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

30 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი

ანონსი
29.10.26 20:00
• 13

30 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:

11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს:

  • ინფორმაცია ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ (2026 წლის I-III კვარტალი);
  • ინფორმაცია მშენებლობებზე გაცემული ნებართვების შესახებ (2026 წლის I-III კვარტალი);
  • უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა (2026 წლის III კვარტალი);
  • სტატისტიკური პუბლიკაცია „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 2025“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული ვერსია);
  • სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის სექტემბერი);
  • მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემები ქვეყნების და მომსახურების სახეების მიხედვით (2025 წელი, დაზუსტებული);
  • სამუშაო ძალაზე გაწეული დანახარჯები (2025 წელი);
  • დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით (2025 წელი);
  • ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის სექტემბერი);


12:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი: 1.საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი – საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი)“ (378/6-XIმპ, 12.10.2026) (წამყვანი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, სავალდებულო: ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები); (პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: ც. კაკაბაძე, თ. თიკანაშვილი); მომხსენებლები: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; ეკატერინე გუნცაძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; მზია გიორგობიანი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები