მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

30 სექტემბერს „საქართველოს მაღალი მოდის კვირეული“ იხსნება - თინათინ მაღალაშვილი

მოდის კვირეული

30 სექტემბერს საქართველოში მაღალი მოდის მორიგი კვირეული იხსნება. ეს არის საერთაშორისო პლატფორმა მოდის დიზაინერებისთვის, რომლებიც, მიუხედავად ტექნოლოგიური განვითარებისა და ბაზარზე არსებულ სერიულ სამოსზე გაზრდილი მოთხოვნისა,დღემდე ხელით ქმნიან უნიკალურ სამოსს. როგორც გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას “საქართველოს მაღალი მოდის კვირეულის” დამფუძნებელი, თინათინ მაღალაშვილი აღნიშნავს, ჩვენებები 2 დღის განმავლობაში, 30 სექტემბერსა და პირველ ოქტომბერს გაიმართება.

„ორი დღის განმავლობაში მოდის მოყვარულები გაეცნობიან  ქართველი და უცხოელი დიზაინერების კოლექციებს. მოდის კვირეულის ფარგლებში შერატონის ფოიეში გაიმართება შოურუმი, სადაც წარმოდგენილი იქნება აგრეთვე დიზაინერების მიერ შექმნილი აქსესუარების  კოლექციები“, - აღნიშნავს თინათინ მაღალაშვილი.

კვირეულზე მონაწილეობას მიიღებს 10 დიზაინერი საქართველოდან, ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან

„საქართველოს მაღალი მოდის კვირეულს“ "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" მასპინძლობს, რომელზეც მონაწილეობას მიიღებს 10 დიზაინერი საქართველოდან, ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან. კვირეულზე დასწრების ღირებულება 50 ლარიდან იწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები