მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„30 წლის განმავლობაში რომ არ განხორციელებულა, ისეთი მძიმე რეფორმები განახორციელა“ - ღარიბაშვილი აზარაშვილზე

ღარიბაშვილი

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ზურაბ აზარაშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მან ისეთი რეფორმები გაატარა, როგორიც 30 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. ყოფილი პრემიერი, რომლის დროსაც ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა, ჯანდაცვის სისტემაში აზარაშვილის დროს დაწყებულ ცვლილებებს "მძიმე რეფორმებად" მოიხსენიებს.

"მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო ზურაბ აზარაშვილს. მან ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა. რამდენიმეს ჩამოგითვლით: სამი წლის წინ დავიწყეთ მუშაობა და მოგვიანებით წამლების გაიაფების რეფორმა განვახორციელეთ - თურქეთის ბაზარი იქნება თუ რეფერენტული ფასების დაწესება. ეს წარმოუდგენელი იყო მანამდე, მანამდე ეს არ ხდებოდა. მოვედით, გავაკეთეთ. შედეგად ჩვენს მოსახლეობას 400 მლნ ლარზე მეტი დაეზოგება . 400 მილიონით იძარცვებოდა ჩვენი ხალხი ფარმამაფიის და ფარმაკრიმინალების მიერ. თავად ბატონი ზურაბ აზარაშვილის მუშაობით და მონაწილეობით გამოვლენით იქნა ფარმადანაშაულებები, კარტელური შეთანხმებები, რის შედეგადაც მსხვილი ფარმაკომპანიები 54 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ. იგივე DRG-სისტემა. 30 წლის განმავლობაში რომ არ განხორციელებულა, ისეთი მძიმე რეფორმები განახორციელა მან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

თქვენ დროს დასანგრევი იყო რესპუბლიკური და ახლა აღარაა დასანგრევი - ჟურნალისტების ამ კითხვას, ყოფილმა პრემიერმა ასე უპასუხა: "რესპუბლიკურ საავადმყოფოზე ჩვენ განსხვავებული შეხედულება გვქონდა, მათ შორის მეც. ახლა ვითარება შეიცვალა და განსხვავებული შეხედულება ჩამოყალიბდა. მე სხვა პიროვნება ვარ".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები