მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

30 წლის შემდეგ, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" ინოვატორობას ისევ ახერხებს

თბილისში “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” ახალი სადისტრიბუციო ავტომობილები გამოჩნდებიან. “ჯი-თი მოტორსთან” თანამშრომლობით თბილისის ცენტრალურ უბნებს უკვე "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" მინი კუპერები მოემსახურებიან. კომპანიამ გაყიდვების გუნდის თანამშრომლებს ახალი ავტომობილების გასაღები უკვე გადასცა. აღსანიშნავია, რომ “ჯი-თი მოტორსი” 2022 წლის 1 სექტემბრიდან ოფიციალურად წარმოადგენს MINI-ს საქართველოში. MINI საქართველოს პირველი მსხვილმასშტაბიანი თანამშრომლობა კი კოკა-კოლასთან შედგა. პირველ ეტაპზე “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” დისტრიბუციას 17 ახალი ავტომობილი იწყებს და საწყისად “კოკა-კოლას” მანქანები თბილისის ცენტრალურ უბნებს დაფარავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები