მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

300 მიკროავტობუსის შესაძენად გამოცხადებულ 36-მილიონიან ტენდერში “ჯი-თი მოტორსმა” გაიმარჯვა

60a7dcdf5a2ce
შოთა ტყეშელაშვილი
21.05.21 21:25
2004
“თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლითაც დედაქალაქის მერია 300 ახალი მიკროავტობუსის შეძენას გეგმავს, კომპანია "ჯი-თი მოტორსმა” გაიმარჯვა - ამის შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, კომისიამ კომპანიის მიერ წარდგენილი 35.7-მილიონიანი სატენდერო წინადადება მოიწონა. მერია Ford-ის მარკის ლურჯ მიკროავტობუსებს შეიძებს.

ფასების ცხრილის მიხედვით, Ford Transit-ის მარკის ერთი მიკროავტობუსის ღირებულება 33,606 ევროთი განისაზღვრება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შესყიდვის შემდეგ ეს მიკროავტობუსები "თბილისის მიკროავტობუსს" გადაეცემა. “თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან” განსხვავებით “თბილისის მიკროავტობუსი” კერძო კომპანიას წარმოადგენს. შესაბამისად დედაქალაქის ბიუჯეტი კერძო კომპანიისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე იხარჯება. თბილისის მერიასა და “თბილისის მიკროავტობუსს” შორის არსებული შეთანხმების თანახმად, კომპანია ამ მიკროავტობუსების საფასურს დედაქალაქის ბიუჯეტს ეტაპობრივად აუნაზღაურებს.

ამასთანავე, “თბილისის მიკროავტობუსსა” და მერიას შორის შემდგარი შეთანხმებით პირველი აპრილიდან ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფი 50 თეთრს შეადგენს, ნაცვლად 80 თეთრისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები