მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"30,000-48,000 ადამიანის პროფესიულ გადამზადებას ვგეგმავთ"

5c6421322186e
შოთა ტყეშელაშვილი
13.02.19 18:20
1323
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, მთავრობა პროფესული გადამზადების ახალი ტალღის დაწყებას გეგმავს. მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში პროფესიულ კვალიფიკაციას 32,000-48,000 ადამიანი აიმაღლებს.

“ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა საქართველოს ეკონომიკისთვის, პრაქტიკულად ყველა სექტორში, ეს არის ჩვენი სამუშაო ძალის კვალიფიკაცია, ამიტომ აქ ჩვენ ყველა სექტორთან მიმართებით, რომლებზეც ვისაუბრეთ, ვგეგმავთ ძალიან სერიოზული გადამზადების პროგრამის ამუშავებას”- ამბობს მინისტრი.

ცალკეული მიმართულებების მიხედვით, გადამზადების მაჩვენებლები ასეთი იქნება:

ტურიზმი - 8,000-11,000 ადამიანი;
ICT სექტორი - 3,000-5,000 ადამიანი;
ბიზნესის პროცესების აუთსორსინგი - 2,000-3,000 ადამიანი;
ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტყავის ნაწარმის წარმოება - 1,000-2,000 ადამიანი;
ავეჯის წარმოება - 1,000-2,000 ადამიანი;
ავტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებები ნაწილების წარმოება - 1,000-2,000 ადამიანი;
კომპიუტერული და ელექტრონული მოწყობილობების ნაწილების წარმოება - 1,000-2,000 ადამიანი;
სოფლის მეურნეობა - 4,000-6,000 ადამიანი;
ენერგეტიკა - 3,000-5,000 ადამიანი;
მშენებლობა - 8,000-10,000 ადამიანი;

პროფესიული განათლების მოკლევადიანი პროგრამის პირველი ტალღის დაწყება არსებულ ბაზაზე 1-ლი აპრილიდან იგეგმება.

როგორც ცნობილია, აღნიშნული პროექტის თანადაფინანსებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მოახდენენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები