2019 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.7% შეადგინა.
საქსტატის მიხედვით, უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (303.8 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (266.2 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (181.2 მლნ. აშშ დოლარი).
საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ასევე: ბულგარეთი, უკრაინა, თურქეთი, რუმინეთი, აშშ, ჩინეთი და უზბეკეთი.
ცნობისთვის: 2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 065.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.2%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2 102.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.4%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 4 963.1 მლნ. აშშ დოლარს (4.7%-ით ნაკლები).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ექსპორტში დსთ-ის ქვეყნების წილი 52.6%-ია, ევროკავშირის კი - 24%

























