30 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3.1170 ლარამდე გამყარდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1248 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.78 თეთრი შეადგინა.
ევროს მიმართ კი ლარი გაუფასურდა 3.6768 ლარამდე, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6738 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.30 თეთრი შეადგინა.
უცვლელი დარჩა თურქული ლირა, რომელიც 0.3721 ლარს შეადგენს, ხოლო გირვანქა სტერლინგის მიმართ ლარი 4.2874 ლარამდე გაუფასურდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 31 აგვისტოდან შევა ძალაში.




























