მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3+1 ბარიერი ახლადდაწყებული ბიზნესისთვის საქართველოში - ფინანსისტის მოსაზრება

5c05587f104f2
ელენე კვანჭილაშვილი
03.12.18 20:21
1052
„რამდენადაც ადვილია საქართველოში ბიზნესის რეგისტრაცია, იმდენად ძნელია შემდეგ ბიზნესის დაწყება და ოპერირება“, - ამ თემაზე ფინანსისტმა ირაკლი ერაძემ „ანალიტიკაში“ ისაუბრა.

ფინანსისტი იმ ძირითად ბარიერებს გამოყოფს, რაც ხელს უშლის საქართველოში კერძო სექტორს, რომ განავითაროს და გააფართოოს საკუთარი საქმიანობა.

„ძირითადი ბარიერი, რაც ამ ქვეყანაშია, ეს არის ახალი დამწყები ბიზნესისთვის ფინანსებთან წვდომა; ძირითადი პრობლემა არის ასევე კვალიფიკაცია არა მხოლოდ თანამშრომლების, დამფუძნებლებისაც ხშირ შემთხვევაში და ბარიერი არის კიდევ რაღაც ახალი დამატებითი რეგულაციები, რომელიც შემოდის და ნელ–ნელა იმატებს და იმატებს ჩვენს ეკონომიკაში“, – ამბობს ირაკლი ერაძე.

ფინანსისტის შეფასებით, ეს სამი ფაქტორი ყველაზე მეტად აფერხებს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას. თუმცა მისი აზრით არის კიდევ ერთი – როგორც თავად უწოდებს – სუბიექტური ფაქტორიც: „ამაში შეიძლება ძალიან სუბიექტური ვიყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არის პატარა ეკონომიკა, არის მაინც მონოპოლიისკენ და ოლიგოპოლიისკენ მიდრეკილი ბაზარი, ესეც ერთ–ერთი ხელისშემშლელი პირობაა და ბარიერია ახლადდაწყებული ბიზნესისთვის“, – განმარტავს ირაკლი ერაძე.

შეგახსენებთ, საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიების რიცხვი მნიშვნელოვნად აჭარბებს რეალურად მოქმედი კომპანიების რიცხვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები