მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

31 დეკემბერს თბილისში გალაკონცერტი გაიმართება - კალაძე მოქალაქეებს ევროპის მოედანზე ეპატიჟება

63ae9ee78919c
ინგა მურუსიძე
30.12.22 12:17
664
31 დეკემბრის ღამეს, ევროპის მოედანზე, საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გალაკონცერტზე თავადაც მივა და 2023 წელს თანამოქალაქეებთან ერთად შეხვდება.

„მინდა, ყველა - ადგილობრივი მოსახლეობა თუ თბილისის სტუმრები, მოვიწვიო საახალწლო გალაკონცერტზე, რომელიც ევროპის მოედანზე, 31 დეკემბრის ღამით, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე დაიწყება. ადგილზე ვიქნები და მექნება შესაძლებლობა, რომ ერთად შევხვდეთ 2023 წელს. საახალწლოდ მორთული ჩვენი დედაქალაქი ულამაზესია. გვაქვს ასევე, „საახალწლო სოფელი“, რომელსაც რუსეთთან და რუსულთან არანაირი კავშირი არ აქვს. ყოველ საღამოს ჩვენი თანამოქალაქეები იკრიბებიან და დროს სასიამოვნოდ ატარებენ. 31 დეკემბერს კი, ყველას გელოდებით საახალწლო გალაკონცერტზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები