31 მარტის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს:
- პირდაპირი უცხოური ინვესტიციები BPM6-ის კლასიფიკაციის მიხედვით, აქტივები და პასივები (2025 წლის IV კვარტალი, წინასწარი;
- პირდაპირი უცხოური ინვესტიციები BPM6-ის კლასიფიკაციის მიხედვით, აქტივები და პასივები (2025 წლის წლიური, წინასწარი);
- პატენტების რაოდენობა (2025 წელი);
- მთლიანი შიდა პროდუქტი დანახარჯების და შემოსავლების მიხედვით (2025 წლის IV კვარტალი, 2025 წლის წლიური, წინასწარი);
- ეროვნული შემოსავალი და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატული მაჩვენებლები (2025 წლის IV კვარტალი, 2025 წლის წლიური, წინასწარი);
- ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის თებერვალი);
11:00 საათზე, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ალექსანდრე ტაბატაძის, თენგიზ შარმანაშვილის, გენრიეტა წიწავას, იოსებ ჯორბენაძის, ირაკლი ხელაძისა და გია ბენაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (279/3-XIმპ, 25.03.2026) წამყვანი კომიტეტი; I მოსმენა (განიხილება დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ალექსანდრე ტაბატაძე; 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ალექსანდრე ტაბატაძის, თენგიზ შარმანაშვილის, იოსებ ჯორბენაძის, ზვიად შალამბერიძის, გენრიეტა წიწავას, ირაკლი ხელაძისა და გია ბენაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე: „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (278/3-XIმპ, 25.03.2026) წამყვანი კომიტეტი; I მოსმენა (განიხილება დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - იოსებ ჯორბენაძე.
11:00 საათზე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება:
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის და ამ საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (275/2-XIმპ, 25.03.2026) (კომიტეტი წამყვანია, დაჩქარებული წესით, I მოსმენისთვის); მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - ინგა ფხალაძე; პასუხისმგებელი: გ. სირაძე.
11:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება:
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (273/2-XIმპ, 25.03.2026) განხილვა I მოსმენით (დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: თამარ მახარაშვილი - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე.
11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.




























