მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

31 ოქტომბერი მსოფლიო დაზოგვის დღეა

1924 წელს მილანში შემნახველი ბანკების პირველ საერთაშორისო კონგრესზე მსოფლიო დაზოგვის დღის დაარსება გადაწყდა. კონგრესში 29 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. თავდაპირველად ამ დღეს მომჭირნეობის მსოფლიო დღეს უწოდებდნენ და მისი მიზანი სახლში დაგროვების ნაცვლად ფულის ბანკში შენახვის იდეის პოპულარიზაცია იყო. 1989 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 31 ოქტომბერი მსოფლიო დაზოგვის დღედ გამოაცხადა და მას შემდეგ, ეს დღე მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება და მისი მიზანი, საზოგადოებაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დაზოგვის წახალისებაა.

მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოში 2012 წლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკისა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ინიციატივით იმართება. წელს რა აქტივობებია დაგეგმილი და რა მნიშვნელობა აქვს დაზოგვას?

სტუმარი: სალომე მოისწრაფიშვილი - “შპარკასე საქართველოს” წარმომადგენლობის დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები