მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

32 ფარმაცევტულ საწარმოს საქმიანობა შეეზღუდა, მიზეზი GMP სტანდარტის ვერდაკმაყოფილებაა

62ea55c51e69e
მარიამ ვარადაშვილი
03.08.22 15:12
1018

GMP სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის გამო საქართველოში რეგისტრირებულ 32 ფარმაცევტულ საწარმოს საქმიანობა შეეზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტო ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად სულ 49 ფარმაცევტული საწარმოა.

კერძოდ, სააგენტომ გამოაქვეყნა იმ საწარმოების ჩამონათვალი, რომლებსაც ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 ივლისის N335 დადგენილების შესაბამისად, გასული თვის ბოლოს შეეზღუდათ ფარმაცევტული საქმიანობა.

სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ჩამონათვალში მოხვდა 95 ავტორიზებული აფთიაქი, რომლებსაც საქმიანობა კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარტების შეუსრულებლობის გამო შეუჩერდათ. საუბარია საბითუმო რეალიზაციის აკრძალვაზე. კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის დაუკმაყოფილებლობის გამო საქმიანობა შეეზღუდა 190 საბითუმო რეალიზატორსაც.

2022 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში სავალდებულო ხდება ფარმაცევტულ ბაზარზე კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარტი, რამაც საქართველოში წარმოებული მედიკამენტის ხარისხი უნდა გააუმჯობესოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები