მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

32 მლნ-ის ინვესტიცია ქათმის ფერმაში - რევაზ ვაშაკიძე ახალ ფერმას აშენებს

5c9e0f68b14ee
ლევან თაღიაშვილი
29.03.19 17:20
1748
კომპანია "ჩირინას" დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე სოფელ სართიჭალაში ახალ ფერმას აშენებს.

როგორც ბიზნესმენმა BM.GE-ის განუცხადა, ქათმების ფერმა 17 ჰა-ზე იქნება განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ერთი-ერთი საკითხი სწორედ კომპანია "ჩირინასთვის" პირდაპირი პრვატიზების გზით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიყიდვას შეეხებოდა.

"სართიჭალაში მიწის ნაკვეთს ჩვენი ფერმის მშენებლობისთვის ვყიდულობთ. 15 ჰა უკვე შეძენილი გვაქვს, დაახლოებით, 2 ჰა არ გვყოფნიდა და გადავწყვიტეთ მისი ყიდვა, რაზეც ჩემი ინფორმაციით, მთავრობისგან თანხმობას მივიღებთ.  რაც შეეხება თავად პროექტს, ეს ქათმის ფერმა იქნება, მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს", - განაცხადა ბიზნესმენმა. 

რევაზ ვაშაკიძის განმარტებით, ფერმაში 32 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 60-მდე ადამიანი დასაქმდება.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები