მიმდინარე წლის, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - "სარფი“, "სადახლო-საავტომობილო“ და "თბილისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, შესაბამისი რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები, ოქროს მონეტა და 2 ცალი ოქროს ზოდი (ოქროს საერთო წონა: 187,46 გრამი და ვერცხლის საერთო წონა: 2950 გრამი) გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 33 642.68 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 33 642.68 ლარის ოდენობით განესაზღვრათ.