მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

33 ათასი დაზარალებული და მოპარული მინიმუმ €89 მლნ - ევროჯასტი ე.წ. ქოლცენტრებზე

6439116fb9269
შოთა ტყეშელაშვილი
14.04.23 12:41
905
ევროჯასტი ყალბი საინვესტიციო პლატფორმებისა და "ქოლ ცენტრების" შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2023 წლის მარტში, გერმანიის პროკურატურის მოთხოვნით ბულგარეთში, რუმინეთსა და ისრაელში 15 ლოკაცია გაიჩხრიკა, მათ შორის 5 არალეგალური "ქოლცენტრი".

ევროჯასტის განცხადების მიხედვით, წარსულში ამ ოპერაციებით მიყენებული ფინანსური ზარალი 15 მილიონ ევროდ ფასდებოდა, თუმცა განახლებული მონაცემებით, გამოიკვეთა რომ მის შედეგად ზიანი მიადგა მინიმუმ 33 ათას პირს, მოპარული თანხა კი მინიმუმ 89 მილიონი ევროა.

“ევროჯესტმა 2023 წლის იანვარში მხარი დაუჭირა ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფს (JIT) ონლაინ თაღლითური სქემების წინააღმდეგ მოქმედებაში. გაიმართა ორი ერთობლივი შეხვედრა, რომელზეც სამომავლო გეგმები განისაზღვრა. ამასთან, სააგენტომ მხარი დაუჭირა ევროპული საგამოძიებო ორდერებისა და დაკავების ორდერის გამოწერას.

სამოქმედო პერიოდის განმავლობაში გერმანიის პოლიციის 33-მა ოფიცერმა და გამომძიებელმა მონაწილეობა მიიღო საველე ღონისძიებებში, რომლებიც ბულგარეთში, რუმინეთში, საქართველოსა და ისრაელში გაიმართა, მათ თან, ევროპოლის საგამოძიებო ჯგუფიც ახლდათ.

საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ:

● გერმანიის გოტინგენის ოლქის პროკურატურის თანამშრომლები და ცენტრალური კრიმინალური საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლები;
● ბულგარეთის სოფიის პროკურატურის თანამშრომლები და ეროვნული პოლიციის თანამშრომლები;
● რუმინეთის ორგანიზებული დანაშაულთან და ტერორიზმთან ბრძოლის დირექტორატის თანამშრომლები და რუმინეთის პოლიციის გენერალური ისნპექციის თანამშრომლები;
● საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლები;
● ისრაელის ეროვნული კიბერდანაშაულის სამსახურის LAHAV 433 დანაყოფის თანამშრომლები.

უცნობია უკავშირდება თუ არა ევროჯასტის განცხადება BBC eye investigations-ის გამოძიებას, რომელიც Milton Group-ის თაღლითური ჯგუფის საქმიანობას შეეხებოდა. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, უშუალოდ აღნიშნული სქემის სავარაუდო ცენტრში საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი იმყოფება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები