მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

330,000-ზე მეტი კანადელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

5d75fcd1f0770
მიხეილ ხაჩიძე
09.09.19 11:18
487

გამანადგურებელმა ქარიშხალმა "დორიანმა", რომელმაც ბაჰამის კუნძულებს გადაუარა, ახლა კანადის ატლანტიკის სანაპიროზე მიაღწია. ქარის სიჩქარით საათში 150 კილომეტრს შეადგენს. სტიქია ნოვა სკოტიას პროვინციის დედაქალაქ ჰალიფაქსში მძვინვარებს.


ქარიშხალმა შტატში ელექტრო ენერგიის ხაზები დააზიანდა. ადგილობრივი ენერგოკომპანია "Nova Scotia Power"-ის ცნობით, სადგურებზე მომხდარი ინციდენტების გამო, 330,000-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.


საინფრომაციო სააგენტო "როიტერის’’ ინფორმაციით, ქარიშხალმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, დატბორილია რამდენიმე ქალაქის ცენტრალური მოედნებიც. კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის განცხადებით, სტიქიასთან ბრძოლაში სამხედრო მოსამსახურეები ჩაერთვებიან.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები