სამართალდამცავებმა ე.წ. „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ 34 პირი დააკავეს, რამდენიმე პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, აღნიშნა, რომ ოპერაციის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა პირმა სპეცდანიშნულების რაზმს ცეცხლი გაუხსნა საპასუხო სროლის შედეგად თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
დარახველიძის განცხადებით, ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. [ მიქაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ დავით მიქაძის დაცვის უფროსია] გამოძიებით დადგინდა, რომ ჩუბინიძე და მიქაძე წინასწარი შეთანხმებით დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ ხუთ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მესამე პირზე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს.
როგორც დარახველიძე აღნიშნავს, დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მესამე პირზე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს.
„ამავე კომპლექსური ღონისძიების ფარგლებში ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, რომლის მიმართაც გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის სექტემბრის თვეში, დავით ჩუბინიძე და დავით მიქაძე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს მესამე პირზე.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით, დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, ხოლო თავად მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება“, - განაცხადა დარახველიძემ.
ოპერაციის დროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ერთ-ერთმა ბრალდებულმა, 1973 წელს დაბადებულმა მირზა ალიევმა, პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. შეტაკების შედეგად ერთი სპეცრაზმელი მძიმედ დაიჭრა, ხოლო ალიევი პოლიციის საპასუხო სროლისას ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები და ე.წ. „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერები მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავების „გარჩევაში“ მონაწილეობდნენ, უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ და ასრულებდნენ მათგან მიღებულ დავალებებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მონაწილეობით ე.წ. ქურდული გარჩევები ტარდებოდა, სადაც პირობების დამრღვევებს საჯარიმო თანხებს სთხოვდნენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. ამ საქმიანობაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ კრიმინალურ ავტორიტეტს ელმურაზ მამედოვს და მის თანამზრახველებს.
ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, ნარკოტიკული საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღები და დიდი ოდენობით ფული.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე კვარტა, 223-ე ტერცია, 223-ე პრიმა, 109-ე და 181-ე მუხლებით, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























