35$ მლნ პროექტი ლისის ტბაზე. “ლისი ტრიო” ახალი მულტიფუნქციური კომპლექსია, რომელიც 60 000 კვ.მეტრზე შენდება და საცხოვრებელთან ერთად, საოფისე და კომერციულ ფართებს გააერთიანებს. ახალი კომპლექსი ამაშუკელის ქ #5 ხორციელდება და სამ 15 სართულიან კორპუსს, 200 საპარკინგე ადგილზე გათვლილ ორ მიწისქვეშა სართულს გააერთიანებს. პროექტის მიწისზედა ორი სართული კომერციულ ფართებს გააერთიანებს, სადაც ჰიპერმარკეტები, საკვები და გასართობი ზონები განთავსდება. სამი სართული საოფისე ფართებს დაეთმობა, ხოლო მეხუთედან მეთხუთმეტე სართულის ჩათვლის საცხოვრებელი ბინებია დაპროექტებული.
სტუმარი: შალვა ლიპარტელიანი - “ლისი თაუერსის” დამფუძნებელი;