მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$35-მილიონიანი საინვესტიციო პორტფელი და სამი მასშტაბური პროექტი - SavvY-და Sodi Investment-ის 3-წლიანი პარტნიორობა

Sodi
16.10.24 10:04
492

$35-მილიონიანი საინვესტიციო პორტფელი, სამი მასშტაბური დეველოპერული პროექტი საქართველოში და 30-ზე მეტი შეფასებული საინვესტიციო შეთავაზება - ამ ყველაფერს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია SavvY-სა და Sodi Investment-ის 3-წლიანი პარტნიორობა აერთიანებს.

SavvY-სა და Sodi-ის სტრატეგიული თანამშრომლობა დასაბამს 2021 წლიდან იღებს და საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მეშვეობით უძრავი ქონების ბაზრისა და სხვა მნიშვნელოვანი სექტორების განვითარებას უწყობს ხელს.

SavvY-ის, როგორც საკონსულტაციო კომპანიის, როლი პოტენციური საინვესტიციო შეთავაზებების შეფასება და უკვე განხორციელებული საინვესტიციო პორტფელის ეფექტურობის მონიტორინგია. როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორი, მარიამ ქოიავა აღნიშნავს, SavvY აფასებს, რამდენად თანხვედრაშია საინვესტიციო ბიზნესიდეა Sodi Investment-ის საინვესტიციო მანდატთან და დამფუძნებლის, დომინიკ რომანოს, ხედვებთან.

“Sodi-სთან სტრატეგიული თანამშრომლობა 2021 წლიდან დავიწყეთ, რაც ფინანსურ მართვასა და საინვესტიციო მრჩევლის მომსახურების გაწევას ითვალისწინებს. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის პროექტები მასშტაბური და მოცულობითია, მენეჯმენტის გუნდთან ერთად ჩართულები ვართ პროექტის ფინანსურ შეფასებაში, თუ რამდენად მიმზიდველია აღნიშნული პროექტი კომპანიისთვის, ასევე, უზრუნველვყოფთ უკვე განხორციელებული ინვესტიციების ფინანსურ მართვასა და მონიტორინგს.

ბოლო 3.5 წლის განმავლობაში ერთობლივად შევაფასეთ 30 საინვესტიციო პროექტზე მეტი, საიდანაც უდიდესი ნაწილი უძრავი ქონების სექტორიდან იყო - როგორც საცხოვრებელი, ისე სასტუმრო ტიპის კომპლექსები. გარდა იმისა, რომ Sodi Investment- აქტიურად ეძებს საინტერესო პროექტებსა და ნიშურ საინვესტიციო შესაძლებლობებს, ასევე ღიაა პოტენციური პარტნიორული გარიგებების მიმართ. ვაფასებთ, რამდენად საინტერესო, მიმზიდველი და მოგებიანია შემოთავაზებული პროექტი და რამდენად ერწყმის ის Sodi-ის დამფუძნებლის საინვესტიციო სტრატეგიას”, - აღნიშნავს მარიამ ქოიავა.

Sodi Investment-ის საინვესტიციო პორტფელი ისეთ მასშტაბურ პროექტებს აერთიანებს, როგორებიცაა, მაგალითად, საერთაშორისო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმრო ბათუმში. ეს იქნება Accor ის ბრენდის გამორჩეული სასტუმრო ქალაქის ისტორიულ უბანში, რომელიც სატესტო რეჟიმში მომავალი წლის ბოლოდან ამუშავდება. კომპანიისთვის გამორჩეულ პროექტს წარმოადგენს თბილისში, ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე შერეული კონცეფციის პროექტი, რომელიც საცხოვრებელ, სასტუმრო და კომერციულ სივრცეებს ითვალისწინებს. ყოფილი კინოსტუდიის პროექტი, სავარაუდოდ, 3-4 წლის ვადაში დასრულდება.

“Sodi-ის დამფუძნებლის ხედვიდან გამომდინარე, მისთვის პრიორიტეტულია ისტორიული პროექტების აღდგენა, შენარჩუნება და მათთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება. სწორედ ამიტომ, სასტუმროს პროექტი, რომელსაც ბათუმში ვახორციელებთ, ეფუძნება ბანკის ისტორიული შენობის რეკონსტრუქციასა და ფასადის შენარჩუნებას. შესაბამისად, გარდა ფინანსური მოტივატორებისა, Sodi-ის თითოეულ პროექტს უნდა ჰქონდეს უპირატესობები, რომლებსაც ის არა მხოლოდ ინვესტორს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასა და ქვეყანას მოუტანს”, - ამბობს Sodi Investment-ის დირექტორი, ირაკლი ალასანია.

Sodi Investment-ში განმარტავენ, რომ SavvY-სთან თანამშრომლობა კომპანიას სიღრმისეული სექტორული გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება, რაც, საბოლოო ჯამში, ხელშესახებ შედეგად ითარგმნება. კითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილია ფინანსური დეპარტამენტისაუთსორსზეგატანა, Sodi Investment-ის დირექტორი, ირაკლი ალასანია განმარტავს, რომ საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობამ მათი იმედები სრულად გაამართლა.

“Sodi Investment-სთვის SavvY-ის მსგავსი კომპანიების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. SavvY საკმაოდ სიღრმისეულ სექტორულ გამოცდილებას ფლობს, რომელიც, ასევე, მუდმივად განახლებადია. მნიშვნელოვანია მოქნილობისა და დამოუკიდებლობის ნაწილიც, რადგან, SavvY-ის, როგორც გარე მრჩევლის, მოტივაცია მუდმივად არის, იყოს მაქსიმალურად მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მესამე მხარე, რომელიც მაქსიმალურად ობიექტურად შეაფასებს საინვესტიციო შეთავაზებას.

Sodi Investment-ში ყოველთვის ვცდილობთ, განვითარებული ქვეყნების ბაზრის ტენდენციებს ფეხი ავუწყოთ და სიახლეები დავნერგოთ - ამიტომ, როდესაც SavvY-სთან თანამშრომლობას განვიხილავდით, მივიღეთ პოზიტიური გადაწყვეტილება და, შეიძლება ითქვას, რომ თანამშრომლობა ცალსახად წარმატებულია. ჩვენი მოლოდინები გამართლდა და შედეგიც დაიდო”, - აღნიშნავს ირაკლი ალასანია.

Sodi Investment-ში აღნიშნავენ, რომ საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობა მომსახურების უწყვეტობასა და ხარისხსაც განაპირობებს.

SavvY-ში იმედოვნებენ, რომ საინვესტიციო კომპანიასთან თანამშრომლობა მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგაც გაგრძელდება და მასშტაბური დეველოპმენტის შემდეგ, ორივე მხარე პორტფელის ზრდაზე ერთობლივად იმუშავებს. სამომავლო თანამშრომლობაზე საუბრისას Sodi- დირექტორი აღნიშნავს, რომ სტაბილური პარტნიორი კომპანიას სწრაფ ზრდაში ეხმარება.

სტაბილური პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც რისკების დაზღვევის, ასევე სწრაფი ზრდისთვის. ჩვენი მოლოდინია, რომ SavvY-სთან 3 წლის წინ დაწყებული პარტნიორობა და კოლაბორაცია სამომავლოდაც გაგრძელდება”, - აღნიშნავს ირაკლი ალასანია.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები