თბილისის მასშტაბით ავტობუსების კონტროლიორები და თბილისის პარკინგის თანამშრომლები აღარ დადიან. მოქალაქეების ნაწილი ამის შესახებ უკვე რამდენიმე დღეა აცხადებს.
როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, ქალაქს სულ ავტობუსის 220 კონტროლიორი და პარკირების 130 ინსპექტორი ჰყავს და ყველა მათგანი ახლა გადამზადებას გადის.
მერიის განმარტებითვე, გადამზადება რამდენიმე დღეში დასრულდება და როგორც კონტროლიორები, ისე პარკირების თანამშრომლები სამუშაოს დაუბრუნდებიან.