მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

36 960 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

5b438633b6cd5
BM.GE
09.07.18 19:57
501
29 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში განხორციელებული, მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლით გათვალისწინებული, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - სიგარეტის (ჯამში 36 960 ღერი) აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეზე არსებული მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით გადაეგზავნა შესაბამის სასამართლოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები