მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

36-დღიანი დახურვა დასრულდა - ტრამპმა ფედერალური მთავრობის დროებით გახსნა გადაწყვიტა

5c4b6aa6248b8
BM.GE
25.01.19 23:50
1917
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ფედერალური მთავრობის 36-დღიან დახურვას ასრულებს. ათიათასობით საჯარო მოხელე მთელი ამ დღეების განმავლობაში ანაზღაურებას აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის პროექტის $5 მილიარდით დაფინანსების საკითხზე შეთანხმების მიუღწევლობის გამო ვერ იღებდა.

ე.წ. "shutdown"-მა კრიზისის პიკს დღეს მიაღწია, როდესაც ნიუ-იორკის ლაგუარდიას აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა 1 საათზე მეტი ხნით იყო შეჩერებული. 

დონალდ ტრამპი კედლის $5 მილიარდით დაფინანსებას ითხოვდა და უარს აცხადებდა დემოკრატების მიერ წარდგენილ ბიუჯეტზე, რომლითაც აღნიშნულ პროექტე ხუთჯერ ნაკლები თანხა იყო გამოყოფილი.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ფედერალური მთავრობა 21 დღით, 15 თებერვალმდე იქნება გახსნილი. აღნიშნული დროის განმავლობაში მხარეებმა ბიუჯეტის საკითხზე შეთანხმებას უნდა მიაღწიონ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები